2023 წლის მსოფლიოში, მაშინ, როცა თანხის დაზოგვა უმნიშვნელოვანესია და კარგი საფასო შეთავაზების მიღება დიდ გამარჯვებად ითვლება, ჯგუფური შესყიდვა ფულისა და მრავალი სხვა რესურსის გონივრული გამოყენების გზას წარმოადგენს.
ჯგუფური შესყიდვის დროს საერთო მსყიდველობითი ინტერესის მქონე ადამიანთა ჯგუფი იქმნება, რომელიც პროდუქტის მწარმოებლისგან გარკვეულ ფასდაკლებას ითხოვს.
ამ ბლოგპოსტში სწორედ ჯგუფური შესყიდვების მრავალფეროვან სარგებელს განვიხილავთ დეტალურად:
რიცხობრივი უპირატესობა
ჯგუფური შესყიდვა გულისხმობს მსგავსი ინტერესის მქონე ინდივიდებთან გაერთანებას პროდუქტის ფასდაკლებით შეძენის მიზნით.
პროდუქტზე გამოცხადებული ფასის არსებობის მიუხედავად, ბიზნესს არ სურს მომხმარებელთა დიდი რიცხვისთვის უარის თქმა, რის გამოც, ის შემსყიდველთა ჯგუფის შეთავაზებას თანხმდება.
წვდომა ექსკლუზიურ შეთავაზებებზე
კომპანიები, რომელსაც პროდუქტების ჯგუფურად გაყიდვის გამოცდილება აქვთ, ასეთი ტიპის შესყიდვებით დაინტერესებულ ადამიანებს მუდმივად ამარაგებენ ექსკლუზიური, მათ საჭიროებებზე მოგებული საინტერესო შეთავაზებებით.
ეს კი ჯგუფური შესყიდვების მსურველებს თავს დაფასებულად აგრძნობინებს და კომპანიის მიმართ კეთილგანწყობას უჩენს.
მომხმარებლის კომფორტი
ჯგუფური შესყიდვის პლატფორმები და ონლაინ საზოგადოებები მუდმივად ვითარდება, რიცხობრივად იზრდება და შესყიდვის პროცესს ყოველდღიურად ამარტივებს.
ღილაკზე თითის რამდენიმე დაწკაპუნებით უკვე შესაძლებელია სხვადასხვა შეთავაზებების დათვალიერება, შესაბამის ჯგუფებში გაწევრიანება და, საბოლოო ჯამში, სერვისის მინიმალური ძალისხმევით მიღება.
თანამოაზრეებთან დაკავშირება
ჯგუფური შესყიდვა ხელს უწყობს ჯგუფის წევრებს შორის სასიამოვნო კომუნიკაციის დახმარებასა და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანებების ჩამოყალიბებას.
ასეთი ჯგუფების მშენებლობა ბიზნესთან ურთიერთობების გარშემო კი, თავის მხრივ კომპანიების ბიზნესეთიკის მუდმივ მონიტორინგს წაახალისებს.
„ტელ:მი“-ს საქმიანობის მთავარი პრინციპიც სწორედ ჯგუფური შესყიდვების ძალის გამოყენებას ეფუძნება.
კომპანიის ტელე-ასისტენტი მომხმარებლისთვის სასურველი სერვისის ან პროდუქტის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით სთავაზობს დაინტერესებულ მხარეს ხელსაყრელ საფასო შეთავაზებას, ამით კი მომხმარებელს თანხის, ძვირფასი დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება.